პროექტები და ღონისძიებები

1.  პროექტის სახელწოდება:ნ.  ბარათაშვილის ,, ბედი  ქართლისა“


2.  პროექტის მთავარი იდეა: ,, ბედი ქართლისა“ მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის  (და არა მარტო მე-19 საუკუნის, არამედ მთელი ქართული ლიტერატურის)  მშვენებაა. ამიტომაც მოვინდომე, ამ თემისთვის უფრო მეტი ყურადღება მიმექცია და მოსწავლეებისათვის მეჩვენებინა ქართული საზოგადოების აზროვნების იმდროინდელი მიმართულებანი. როცა ყურადღებას ვამახვილებდი რუსეთის იმპერიის ვერაგ მხარეებზე, ამავე დროს, მივუთითებდი ჩვენი საზოგადოებისვე  უარყოფით მხარეებზეც, რადგან, როცა ვსწავლობთ ამა თუ იმ ნაწარმოებს, აუცილებელია, ვისწავლოთ ის ღრმად, რათა დავინახოთ წარსულის შეცდომები და გამოვასწოროთ ისინი.


3.  პროექტის აქტუალობა:
1.       დღეს საქართველო დგას ძალიან ძნელი ამოცანის წინაშე: მან უნდა შეძლოს თავისი ქვეყნის აღორძინება-განახლება და ევროინტეგრაცია. ის უნდა დადგეს ,,ერად სხვა ერთა შორის“. ამიტომაც მიმაჩნია, რომ რუსეთის მზარდი მოთხოვნილებების საშიშროების წინაშე დამდგარმა ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოზარდმა კარგად იცოდეს,   რა საფრთხის წინ დგას მისი ქვეყანა.
2.        შპს სკოლა ,,ინტელექტ-პლუსი“ რუსული სკოლაა. აქ სწავლობს ჩვენი ქალაქის მკვიდრი მოსახლეობის რუსულენოვანი ნაწილი. მათ კარგად უნდა ჰქონდეთ გათავისებული, რომ საქართველო მათთვისაც ისეთივე სამშობლოა, როგორც ყველა ქართველისთვის.
            ჩემი, როგორც მასწავლებლის, მიზანია, რაც შეიძლება, მეტი ცოდნა შევძინო  მოსწავლეებს, ვასწავლო მათ ქართულად  თავისუფლად საუბარი, რათა  შეძლონ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება და  მის სრულყოფილ წევრად თავის აღქმა. 

4.  პროექტის მიზნები:
1     ა)    მოსწავლეთა სოციალური უნარების განვითარება;
2     ბ)    პატრიოტული სულისკვეთების ჩანერგვა-გაღრმავება;
3     გ)    რუსეთის იმპერიის ვერაგული სახის ჩვენება;
4     დ)    შემოქმედებითი უნარების განვითარება;
  ე)  ყოველგვარი ძალადობის მიმართ პროტესტის განწყობის ჩამოყალიბება;
  ვ)  მოსწავლეთა მიერ ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის    
        ფაქტის აღქმა-გაცნობიერება;
   ზ)   ეროვნული უმცირესობების ქართულ ენასთან, კულტურასთან და საზოგადოებასთან  ინტეგრირება-დაახლოება;

5.  მონაწილეთა ასაკი: IX კლასის მოსწავლეები ( 14-15 წელი)

6.  ვადები /ხანგრძლივობა:  პროექტის ვადები: 10.03 - 10.04 .2019


7.  მოსალოდნელი შედეგები:
1     .           სკოლა ,,ინტელექტ-პლუსის’’ მოსწავლეები სიღრმისეულად გაეცნობიან ნ.         ბარათაშვილის პოემას - ,,ბედი ქართლისა“ -და მასში ჩადებულ იდეებს;
2    .     მოსწავლეებს გაუჩნდებათ ყოველგვარი ძალადობის მიმართ პროტესტი. ეს კი ხელს შეუწყობს მომავალში მათ ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებას;
3    .     მოსწავლეებს გაუღვივდებათ ინტერესი, გაიცნონ  ქართული კულტურა.
4     .     მოსწავლეებში გაიზრდება პატრიოტიზმი.

    მოსწავლეები განივითარებენ სოციალურ უნარებს;

8.  პროექტისთვის საჭირო ძირითადი  რესურსები:
      ვიდეოფილმი ნ.ბარათაშვილის პოემა ,, ბედი ქართლისა“:Wikipedia.org/wiki/   
      ,, კრწანისის ბრძოლა“
      ლევან სანიკიძე ,,ბედი ქართლისა“, II ტომი;
      პოემა ,, ბედი ქართლისა“- სახელმძღვანელო.
   
9.   პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

       1.     მოსწავლეთა ჩართვა პროექტის გეგმის შექმნაში; როლების 
             გადანაწილება-10.03-10.03
2           
3           2.      რესურსების შექმნა-მოძიება- ვიდეო-მასალების მოძიება- შერჩევა- 11.03-18.03
4           3.      ისტორიული მასალის მოძიება - 19.03- 27.03 ;
4           4. რეპეტიციები და წინასწარი სამუშაოები - 3.04 -9.04 
             5. 10.04- პროექტის წარდგენის დღე.


10.  საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
            ამონარიდი ეროვნული სასწავლო გეგმიდან:
,,ქართულის, როგორც მეორე ენის, სასწავლო გეგმა განკუთვნილია არაქართულენოვანი
სკოლების მოსწავლეებისათვის. მისი მიზანია, უზრუნველყოს სახელმწიფო ენის სწავლება და ამით ხელი შეუწყოს სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას. არის ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდა, რომელიც შეძლებს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმას და საკუთარი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
უფრო კონკრეტულად ქართულის, როგორც მეორე ენის, სასწავლო გეგმის მიზანია,მოსწავლე უზრუნველყოს იმგვარი ცოდნით, რომ მან შეძლოს:
· წარმატებული კომუნიკაცია;
· სხვადასხვა ტიპის ტექსტების შექმნა და გაგება;
· ქართული ენობრივ-კულტურული თვითმყოფადობისა და ფასეულობების პატივისცემა;
· სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბება;
   ამ პროექტის განხორციელებით გავდივარ შემდეგ სტანდარტებზე:
   ქ.მ. IX.23. მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის 
                     ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუნჯობესებლად      
                     სათანადო სტრატეგიების გამოყენება;
   ქ.მ. IX.25. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსჭვრიტოს 
                     შესასრულებელი დავალების ამოცანები.
   ქ.მ. IX.27.  მოსწავლეს შეუძლია სასწავლო ამოცანების ხელშეწყობის მიზნით
                      სათანადო რესურსების გამოყენება.
                      მოსწავლეები და ქართულის მასწავლებელი კონსულტაციას გადიან 
                      ისტორიის მასწავლებეთან.

11. პროექტის ხელმძღვანელი: აზა ქადარია
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: azaqadaria62@gmail.com
13.პროექტის ვებგვერდი / ბლოგი: azaqadaria.blogspot.com





No comments:

Post a Comment